გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ატომები და მოლეკულები“
საგანი / პედაგოგი
საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები /ხათუნა  ჩავლეშვილი
სწავლების საფეხური კლასი
საბაზო საფეხური/VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
22 მოსწავლე/მათ შორის სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის აქტუალობა
·         მოსწავლეს წარმატებით შეუძლია განიხილოს მაგალითები, რომლებიც მოლეკულებისა და ატომების მცირე ზომებზე მიუთითებს, შეუძლია აღწეროს სხვადასხვა ნივთიერების მოდელები.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ნივთიერების ატომურ-მოლეკულურ აგებულებაზე;
·         განიხილოს მაგალითები, რომლებიც მოლეკულებისა და ატომების მცირე ზომებზე მიუთითებს, აღწეროს სხვადასხვა ნივთიერების მოდელები; განუვითარდეს სააზროვნო, კომუნიკაციის უნარ- ჩვევები.

      ბუნ.VII. 8.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რომ მათ გარშემო არსებული სხეულები შედგება ნივთიერებისაგან.
შეფასების საგანი და პროცედურები
·         მოსწავლე მსჯელობს ნივთიერების  ატომურ-მოლეკულურ აგებულებაზე;
·         განიხილავს მაგალითებს, რომლებიც
·         მოლეკულების და ატომების მცირე ზომებზე მიუთითებს;
·         აღწერს სხვადასხვა ნივთიერების მოდელებს.
 გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სურათები, ვიზუალური მასალა.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება და კლასის ორგანიზება -1 წთ

აქტივობა 1- გონებრივი იერიში -9 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს ჩამოთვალონ თვისებები, რომლებიც მათ გარშემო არსებულ სხეულებს ახასიათებთ.
     მოსწავლეები იწყებენ ჩამოთვლას: რბილი, ტკბილი, მაგარი, უფორმო, გამჭირვალე, მჟავე და ა .შ.
 მასწავლებელი სვამს  დამაზუსტებელ კითხვას-რით არის ეს განსხვავებები გამოწვევული? რატომაა შაქარი ტკბილი? მარილი მლაშე?
   მასწავლებელი იწყებს კოგნიტური სქემის შესაბამის მსჯელობას:
    რისგან შედგება სხეული?
მოსწავლეებს ახსენებს ,რომ ყველა სხეული ნივთიერებისგან არის შექმნილი.

მინი - ლექცია -ნებისმიერი, ცოცხალი თუ არაცოცხალი სხეული შედგება ერთი ან რამდენიმე ნივთიერებისაგან. მაგალითად, კოვზი, შეიძლება დამზადებული იყოს მხოლოდ ერთი ნივთიერებისგან( ვერცხლისგან, ოქროსგან ა. შ.)  ხოლო ნათურის დასამზადებლად გამოყენებულია რამდენიმე ნივთიერება ( მაგ. მინა, და რკინა.) შენი სხეულის შემადგენელი ნივთიერებებია, მაგალითად, წყალი, მარილი, ცილები, და სხვა ყველა ნივთიერებას აქვს მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგ. ფერი, სუნი, გემო და ა. შ.

   რისგან შედგება თვითონ ნივთიერება ?
    მინი - ლექცია- მეცნიერებმა ნაწილაკებს,
     რომლებისაგანაც ნივთიერება არის აგებული, მოლეკულა უწოდეს. „ მოლეკულა“
ლათინურად ნიშნავს „ მცირე მასას“. მაგალითად ,შაქარი  შედგება შაქრის მოლეკულებისაგან ,წყალი- წყლის მოლეკულებისაგან. მოლეკულის ზომა ძალიან მცირეა. შეეცადე წარმოიდგინო მოლეკულის ზომა.

აქტივობა 2 - შედარებები - 10 წთ

 მასწავლებელი განიხილავს მაგალითებს, რომელიც მოლეკულების და ატომების მცირე ზომებზე მიუთითებს. მაგ.,1  მოცულობის მყარი ნივთიერების ყველა მოლეკულა რომ გავამწკრივოთ ერთ ხაზზე, ამ მონაკვეთის სიგრძე იქნება დაახლოებით დედამიწიდან მზემდე მანძილის ტოლი.

უკუკავშირის  მიზნით  კითხვით მიმართავს მოსწავლეებს:
-         რატომ ვერ ვხედავთ მოლეკულებს შეუიარაღებელი თვალით?
-         რა მნიშვნელობა აქვს მიკროსკოპის გამადიდებლობას  მოლეკულების შესწავლისთვის?
-         რა მნიშვნელობა აქვს ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ ფოტოებს, რომლის მიხედვით მეცნიერები ამზადებენ მოლეკულის მოდელებს?

აქტივობა 3 -სავარჯიშო ვიზუალურ მასალაზე  - 10 წთ

 მასწავლებელი ნივთიერების მოლეკულურ აგებულებას შეიძლება მოდელის საშუალებითაც გავეცნოთ. სურათებზე ჩანს ,რომ ნივთიერება წყალი შედგება სამი ატომისაგან, ხოლო შაქარში  ატომების რაოდენობა გაცილებით მეტია. ყველა ნივთიერებას აქვს მისთვის დამახასიათებელი ატომების რაოდენობა. მოდელიდან ჩანს, რომ ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამიტომ ატომები გარკვეულ მანძილზეა ერთმანეთისგან განლაგებული. ნივთიერების თვისებები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ატომებისაგან შედგება ის და აგრეთვე, როგორია მათი რაოდენობა, მათ შორის კავშირი და მანძილი.

აქტივობა 4 -შეჯამება-5წთ

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს.
1.       ნივთიერება შედგება მოლეკულებისაგან.
2.       მოლეკულა არ არის ნივთიერების ყველაზე მცირე ნაწილაკი.
3.       მოლეკულები თავის მხრივ შედგებიან უფრო მცირე ზომის ნაწილაკებისაგან.
მათ ატომებს უწოდებენ. მასწავლებელი
ახდენს მოსწავლეთა პროვოცირებას კერძოდ სთხოვს მოსწავლეებს ინტერპრეტაცია გაუკეთონ თითოეულ დებულებას.

აქტივობა 5 -მოსწავლეთა შეფასება -5წთ
გაკვეთილის სასწავლო მიზნიდან და აქტივობებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს მოსწავლე შემდეგი კრიტერიუმებით:

1.       მოსწავლე მსჯელობს ნივთიერების
ატომურ - მოლეკულურ აგებულებაზე;
2.        განიხილავს მაგალითებს, რომლებიც მოლეკულების და ატომების მცირე ზომებზე მიუთითებს;
3.       აღწერს სხვადასხვა ნივთიერების მოდელებს.

აქტივობა 6 - საშინაო დავალება 5წთ


1.       წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი და გაიაზრონ შინაარსი.
2.       ტექსტში მოცემული საკითხების გასააზრებლად შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები 1,2,3. 

Комментариев нет:

Отправить комментарий